LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვართ, მამალაძის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი – პროკურორი

60

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა და წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოთქვა თავისი დასკვნითი სიტყვა. ჩვენ დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე და გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულება. ასევე, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, კომპიუტერის ექსპერტიზით აღდგენილი ფაილები, რომლებიც ადასტურებენ გიორგი მამალაძის ბრალეულობას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და ვართ დარწმუნებული, რომ გიორგი მამალაძის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, პროცესზე დაცვის მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარადგინა. ირაკლი ფირცხალავას არანაირ ფაქტობრივ გარემოებაზე არ უსაუბრია, შესაბამისად, პროკურორისთვის გაუგებარია, რაზე უნდა ისაუბროს დღეს დაცვის მხარემ და ბრალდებულმა საკუთარ დასკვნით სიტყვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები