LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის შეწყალება არ არის. უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული” – თორნიკე მამალაძე

134
befunky-collage-2024-02-14t222321.307-2024-02-14_22-23-34_241183

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ გაავრცელა.

როგორც დეკანოზის ძმა მედიასთან საუბარში აცხადებს, მისთვის უცნობია რის საფუძველზე გაათავისუფლეს გიორგი მამალაძე.

„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის შეწყალება არ არის. უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული. დეტალები არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში, პასუხი მოგვივიდა, რომ 3-თვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ. 19 თებერვალს უნდა გასულიყო 3 თვე. დღეს მირეკავს ჩემი ძმა, რომ გათავისუფლებულია. დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა თავისუფალია!“ – დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები