LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ფლობს იმ მასალებს, რომელიც გახარიასთვის საკმაოდ მძიმე იქნება: დავით ჭიჭინაძე

77
დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, სცენარი შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს. “ტრიბუნას” ლიდერის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ, მას წარმოუდგენლად მიაჩნია.

„ვფიქრობ, ორი სცენარია: 1. განტევების ვაცი ხდება კობახიძე, ყველაფერს, მათ შორის, 20 ივნისს, მას ტენიან და როგორც კეთროვანს ყველა ემიჯნება;  2. კობახიძე თავად შეეცდება ეს ყველაფერი „სისხლიან“ გახარიას შეტენოს. მითუმეტეს, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ფლობს იმ მასალებს, რომელიც საკმაოდ მძიმე იქნება გახარიასთვის. ანუ, თუ გახარია „ქართული ოცნების“ და არა მარტო წინააღმდეგ „ოქროს მოწმედ“ არ იქცევა, ის უბრალოდ მორიგი პროექტი იქნება, რადგან კობახიძესთან ისედაც დაპირისპირებული იყო. რაც თავის მხრივ, „ოცნებას“ არა მარტო გაანადგურებს, მათ არჩევნებში მონაწილეობაც კი აეკრძალებათ.

სულ ვამბობდი, რომ როდესაც ივანიშვილმა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ დატოვა, ამით „ქართულ ოცნებას“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან სწორედ კობახიძე იქნება „ოცნების“ მესაფლავე. ღარიბაშვილიც ხომ მხოლოდ იმიტომ არის მოყვანილი, რომ სანამ გახარია ახალ ძალას შექმნის და მოძლიერდება, „ქართული ოცნება“ კობახიძის ხელში ბოლომდე არ დაიქცეს და ჩამოიშალოს. მოკლედ, გახარია, დამოუკიდებელ მოთამაშედ, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ვადამდელი არჩევნები კი აუცილებლად ჩატარდება, რადგან ქვეყანას ამ პოლიტიკურ რეალობაში არსებობის რესურსი უბრალოდ აღარ გააჩნია“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები