LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, მუქარის შემცველია, ეს სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს წალენჯიხის მერს – ხარჩილავა მანქანის დაწვაზე

53
Untitled design

წალენჯიხის მერი, რომელსაც გამთენიისას მანქანა დაუწვეს, აცხადებს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგი

როგორც გია ხარჩილავა „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, სისტემა წალენჯიხის მერს მუჭში ვერ მოიქცევს:

„ფაქტი დილის ოთხის ნახევარზე მოხდა, იგრძნო შვილმა, დაგვიძახა, გამოვიძახეთ სამაშველო. სავარაუდო წინმსწრები დასკვნების უფლება მაქვს მე, რომ აქ რაღაც ხელწერა იკითხება… თვითონ ავტომანქანას კი არ გასჩენია ცეცხლი, რომელიც 100 პროცენტით გამართული იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს ადამიანის ხელზე მეტყველებს, ჩემი წინასწარი დასკვნით, ადამიანის მიერ არის გაჩენილი.

რას ვუკავშირებ? რჩება დასკვნა – ეს არის ჩვენი მიდგომები, ის, რომ ჩვენ არ ვართ მუჭში მოქცეული თვითმმართველობა, რომ არ არის მორჩილი თვითმმართველობა, რომელიც რეფორმებს ატარებს და კორუფციულ სქემებს ავლენს.

მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზაც დანიშნულია. ფაქტი, თუ ეს დადასტურდა, ეს გახლავთ ტექსტის და მუქარის შემცველი აქტი.
მინდა გითხრათ, რომ მერი ამით თავის პოლიტიკას არ შეცვლის და უფრო აზარტული იქნება თვითმმართველობაში, უფრო მძლავრად გამოავლენს კორუფციულ სქემებს, უფრო ძლიერ რეფორმებს შესთავაზებს საზოგადოებას და ეს სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს წალენჯიხის მერს.

ეს ფაქტი, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, მუქარის შემცველია, თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს“, – აცხადებს გია ხარჩილავა.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისი სახლის წინ, გამთენიისას დაწვეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები