LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება პუბლიკაციები, რომ კორონავირუსის ვაქცინების ურთიერთჩანაცვლება შესაძლებელი იქნება: პაატა იმნაძე

95
ვაქცინა

“მგონი, ჯერჯერობით, არ არის ვთქვათ სამეცნიერო მტკიცებულებები დაგროვილი, მაგრამ დაგროვდება და დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე ხანში გამოჩნდება პუბლიკაციები, რომ კორონავირუსის ვაქცინების ურთიერთჩანაცვლება შესაძლებელი იქნება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს შეიძლება განსხვავებული იყოს თავისი წარმოების ტექნოლოგიითაც, მაგრამ მათი ყოველწლიური ურთიერთჩანაცვლება პრობლემას არ წარმოადგენს.

“ყველა მწარმოებელი ამბობს, ჩემი ვაქცინით თუ დაიწყებ აცრასო, ჩემი ვაქცინით გააგრძელეო. გასაგებია, რომ გარკვეული ბიზნეს მიდგომაც არის. თუმცა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, მაგალითად, გრიპზე როცა ვიცრებით, ერთ წელიწადს ერთი ვაქცინით ვიცრებით, მეორე წელიწადს — მეორე მწარმოებლით”. – თქვა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი ვაქცინა, რომელზეც დღემდე მკაცრი რეკომენდაციებია, ცოფის ვაქცინაა, სადაც რეკომენდებულია, რომ ვაქცინა არ შეიცვალოს და რა ვაქცინით დაიწყეთ, იმ ვაქცინით დაამთავროთ ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

“თუმცა, NCDC-ის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ იქაც არის გამონაკლისი, თუ შეუძლებელია იგივე ტიპის ვაქცინით აცრა, შეგიძლიათ შეცვალოთ, ოღონდ იგივე ტექნოლოგიით დამზადებული უნდა იყოს”. – დასძინა იმნაძემ.