LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არის ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს: გიორგი ამილახვარი

69
ამილახვარი

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და ისეთ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ევროკავშირისკენ მისწრაფება – შემოუერთდება და ისტორიულ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ წარდგენილ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრისას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში მარტო არ იქნება, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, მათი პირვანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, პარლამენტის წინ კარვებში ჯდომა აირჩიონ. ეს არის მათი პოლიტიკური აწმყოც და წარსულიც“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები