LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება

86

დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას.

გზის გახსნის შემდეგ ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით გახდება შესაძლებელი და ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

შეგახსენებთ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტი გადაკეტა, რის შედეგად თერგმა მიმართულება შეიცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

საავტომობილო გზის გახსნა გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები