LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

165

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, მდინარე თერგის კალაპოტში სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, რათა მოხდეს თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება და გზის ყრილის მოწყობის სამუშაოებზე გადასვლა.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტი გადაკეტა, რის შედეგადაც მდინარე თერგმა მიმართულება შეიცვალა და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.