LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

116

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე 00:00 სთ-დან 06:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.  დარიალის ხეობაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, 14 აგვისტოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სამუშაო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყდა.

საგანგებო რეჟიმი ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას უკავშირდებოდა. ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ  მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგიდან”. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები