LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

41

დარიალის ხეობაში, სავალი გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მობილიზებულია 40-მდე ერთეული ტექნიკა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხევიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები