LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

115
ქვიშა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის 20 თეთრის ნაცვლად 60 თეთრით განისაზღვრება.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ანტონ ობოლაშვილის თქმით, მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული შემოსავლები, დაახლოებით, 3-ჯერ გაიზრდება.

​კომიტეტმა განხილულ ცვლილებას მხარი დაუჭირა.