LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე: „არავინ არ არის გატაცებული, მოქალაქეები შეცდომაში ნუ შეგყავთ“

145
ილია დარჩიაშვილი

„არავინ არ არის გატაცებული, ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში ნუ შეგყავთ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო გატაცებაზე კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე – საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა – ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს

ილია დარჩიაშვილის თქმით, სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური დახმარება გაუწიოს:

„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი თითოეული კონსული, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, მოვალეა, ვალდებულია და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვას.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები. თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ: ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია.

ამ გატაცების შესახებ არავინ საუბრობს, თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ. ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა ინფორმაცია არ გაქვთ. ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არის გატაცებული! თუკი ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა და უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს“.

სააკაშვილი: „მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები.. ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები