შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.
რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა
„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არა ტრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს.
მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.
ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად რუსებს საწვავი მალე ამოეწურებათ – Sky News