LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ზუგდიდში – თვითმხილველების თქმით, პატრულის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა

59
policia

ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ნაცემი პირი დაზარალებულადაა ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დღეს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მანქანის ხელოსანსა და კლიენტს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ ადგილზე საქმის გასარჩევად უკვე 5 ადამიანი მივიდა, მათ შორის იყო პატრულის მოქმედი თანამშრომელი.

ჩხუბში ხელოსანს მისი 21 წლის შვილი გამოესარჩლა. სწორედ ამ დროს მიაყენეს მას რკინის ხელკეტით სახის არეში მძიმე დაზიანებები. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძალადობის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა სწორედ პატრულის თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები