LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე – დაკავებულია ერთი პირი

72
დაო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. აქტივისტები კი სამართალდამცველებს დაკავებაში ხელს უშლიდნენ.

“დაუწყეს ყვირილი, ძაღლი რატომ გყავს ეზოშიო და დაიწყეს დაკავება. ძაღლი თუ ჰყავდა, რატომ შემოუშვეს ეზოში. ნორმალურ სამყაროში აბრა იქნებოდა გამოკრული, რომ ძაღლით შემოსვლა არ შეიძლება”, – აღნიშნა აქციის მონაწილე გიორგი მუმლაძემ.