LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

83
1

უკრაინაში, კიევის სასამართლოს შენობასთან, სადაც ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქმე განიხილება, სამართალდამცველებსა და პოროშენკოს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მედიის ინფორმაციით,  სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა საშუალება არ მისცეს, გათბობის მიზნით, ცეცხლის დასანთებად კასრები დაედგათ. პოლიციამ ასევე სასამართლოსთან გაშლილი კარვების აღება სცადა.

მოგვიანებით კი, მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, პეტრო პოროშენკო, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ, უკრაინაში პოლონეთიდან 17 იანვარს დაბრუნდა. 

ქვეყნის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები