LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება პარლამენტში: „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა

228
Untitled design

პარლამენტში, სადაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრის დროს რატი ბრეგაძეს სიტყვა შეაწყვეტინა.

აღნიშნულის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ნაბიჭვარი“ უწოდა. საპასუხოდ კი, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ მას ქაღალდები ესროლა:

„რაც შეეხება მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის საჩივრებს, პირველად 2022 წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მასთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

ევროპული სასამართლოს შეფასებით ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობდა ადამიანის უფლებები დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

ბექა ძამაშვილს ვთხოვ, რომ ამობეჭდოს გადაწყვეტილება ახლავე, მარკერით გახაზეთ და თუკი რომელიმე სიტყვა, რომელსაც ვამბობ არ შეესაბამება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მერე გააკეთოს თინა ბოკუჩავამ განცხადება.

დამშვიდდით, ქალბატონო თინათინ, რატომ ღელავთ ასე ძალიან?“- თქვა რატი ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

 

პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატმა მგალობლიშვილმა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია

? პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატმა მგალობლიშვილმა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია

? formulanews.ge/News/101609

Posted by Formula • ფორმულა on პარასკევი, 17 ნოემბერი, 2023

 

საპასუხოდ, თინა ბოკუჩავამ მინისტრის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა.