LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით“ , „გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“ – დაპირისპირება იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

1704
Untitled design

პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატები, იაგო ხვიჩია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ავტორებს უნდა მოგცეთ ყველანაირი მექანიზმი თქვენი ინტერესების დაცვისთვის“ – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა იაგო ხვიჩიას რეპლიკას, როდესაც სიტყვით გამოსვლის დროს მან გრიგოლ ვაშაძეს „სულელი“ უწოდა:

„რამდენი მობოდა ბატონმა გრიგოლმა, აი წეღან ვუსმენდი, რა გვარი ხართ თქვენ? რა გვარია ეს სულელი? ხო, ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. ჩემი აზრით, თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან და სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ?

ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი ამ დარბაზში მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური? სინამდვილეში რაზე უნდა ვკამათობდეთ?“ – უთხრა იაგო ხვიჩიამ ვაშაძეს.

ამასთან გრიგოლ ვაშაძემ ხვიჩიას მიმართა:

„შენ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებ. გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“.

აღნიშნულ დაპირისპირებას სხდომაზე მყოფი კულტურის სფეროს წარმომადგენლების გამოხმაურებაც მოჰყვა, მათ ხვიჩიას განცხადების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.

„მიპასუხეთ იმ ხალხმა, ვინც აბრახუნებდით – მე რომ ამოგივარდეთ სცენაზე, მიკროფონი წაგართვათ და სიმღერა არ დაგასრულებინოთ, მოგეწონებოდათ?“, – მიმართა ხვიჩიამ სხდომაზე მყოფებს.

ცნობისათვის, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

მომხსენებლების განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები