LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ჰესის გამო – პანკისში ორ გვარს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა

272
pjimage-1

მკვლელობა და დაჭრა პანკისის ხეობაში – სოფელ საქობიანეში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაჭრილია. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს გასროლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიდან მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორ გვარს შორის კონფლიქტმა გამოიწვია. საუბარია მუ­თოშ­ვი­ლებ­სა და ქავ­თა­რაშ­ვი­ლებზე­. დაპირისპირებულ მხარეებს სავარაუდოდ წარსულში უთანხმოება ჰქონდათ, კიდევ ერთი ვერსიით კი ოჯახებს შორის კონფლიქტი პანკისში ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

დაღუპულის ახლობლის თქმით, უთანხმოება მართლაც ჰესის გამო დაიწყო. ადგილობრივების ნაწილი მთავრობასა და სუს-ს გაურიგდა, რომლებიც ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად ცდილობდნენ. მისივე შეფასებით, საქმეში ხელისუფლება უნდა ჩარეულიყო და საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაემყარებინა.

“აეხსნა რეალურად მოგება, ზარალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ხელისუფლებამ მიუშვა ეს პროცესი თავის ნებაზე და ყველაზე მძიმე შედეგი დადგა, რასაც ახლა ვხედავთ… არ ვიცი რის ფასად უნდა ყოფილი თუნდაც ერთი მსხვერპლი” – აცხადებს დაღუპულის ნათესავი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განხრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მათ პანკისთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი აქვთ.