LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება გმირთა მემორიალთან – დაკავებულია ერთი ადამიანი

147
dhrth

გმირთა მემორიალთან დევნილების აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულია ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ ხელმძღვანელი ირაკლი ტორუა. 

ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრები ვეტერანებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვდნენ. პოლიციამ შეკრებილებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ერთი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

ირაკლი ტორუას გათავისუფლების მოთხოვნით გმირთა მოედანზე ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.