LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება და ცოცხები ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

cocxebisakrebuloshi

სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ პაატა ადამიას საჩუქრად ცოცხები გადასცა.

კამათი მედიკამენტების დაფინანსების შესახებ მერიის პროგრამის განხილვას მოჰყვა.  პაატა ადამიამ უკმაყოფილება გამოთქვა პროგრამით მოსარგებლეთა 150 ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით. პაატა ადამიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოქმედებდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ადამიას განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები რევოლუციურია.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იქ განვითარებული პროცესები შოუდ შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები