LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ჩხოროწყუში – “შეცვალეს” აქტივისტების ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

196
pjimage-4

ჩხოროწყუში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.დანაშაული ისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ფიზიკურ დაპირისპირებაზე თავდაპირველად ინფორმაცია მოძრაობა “შეცვალემ” გაავრცელა. აქტივისტების ინფორმაციით, მათ თავს რამდენიმე პირი მოულოდნელად დაესხა. ნაცემია მათი სამი აქტივისტი. დაზარალებულები გვიან ღამით ჩხოროწყუს პოლიციაში გამოიკითხნენ.ერთ-ერთ დაზარალებულს, მოძრაობა “შეცვალეს” წევრს, ოთო შენგელიას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“2 პოლიციელი შეესწრო ამ ფაქტს და არ განახორციელა ეფექტური ზომები, რათა თავიდან აერიდებინა დანაშაული,” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი.

შეცვალე გუშინ აქციას ჩხოროწყუში “იზორიების კლანის” წინააღმდეგ მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები