საბჭოთა კავშირის მომხრეები ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკით გამოცხადდნენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
აქციის მსვლელობისას საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და ქალაქის მაცხოვრებლების ნაწილმა გააპროტესტა. საბოლოოდ, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მსვლელობის ორგანიზატორებმა ნებართვა ბათუმის მერიისგან აიღეს. მერიაში თქვეს, რომ მათთვის გამოსვლაზე უარის თქმა გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.