LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ავტობანზე – სამოქალაქო აქტივისტებმა ნატახტართან მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

216
74786705-1489292134542966-4673194588670787584-n

ცოტა ხნის წინ, ნატახტრის გზაზე, სადაც მოძრაობა „შეცვალე“ მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს, ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, ისინი ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ და ზებრაზე ერთგვარი აქცია პერფორმანსის გაკეთება სურდათ, რისი საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

“გზის გადაკეტვას არ ვაპირებდით გვინდოდა, რომ ზებრაზე გაგვეკეთებინა ერთგვარი აქცია პერფორმანსი, ვინაიდან აქ ხშირად დადიან მანქანები რუსული ნომრებით, გაგვევლო ბანერებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვინდოდა გვეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია და მათი პრეზიდენტი არის ოკუპანტი მკვლელი. ამის უფლებას არ გვაძლევს ქართული პოლიცია… საცობი შეიქნმას ჯობია ოკუპაციას,”- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ-სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია"

ამ დროისთვის ქარელის მუნიციპალიტეტში, ატოცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. შეიარაღებულმა პირებმა, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი, ცოტა ხნის წინ დატოვეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გარკვეული ტერიტორია იქნა გადაღობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები