LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანკინ დონატსის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

65

ამერიკული რესტორნების ქსელის  „დანკინ დონატსის“  ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, ქართულმა წარმომადენლობამ ევროპის ქვეყნების „დანკინ დონატსის“ გაერთიანებულ შეხვედრაზე მადრიდში,  “მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ – OPERATIONS EXCELLENCE AWARD ჯილდო მიიღო.

“მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ ჯილდოყველაზე ღირებული ჯილდოა,   რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსის“ გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო „დანკინ დონატსის“ კორპორაციული ფასეულობების საქართველოში დანერგვისთვის.  „დანკინ დონატსის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, „დანკინ დონატსის“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან და ჩვენმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ჩვენმა ფოკუსირებამ ხარისხზე, „დანკინ დონატსის“ ქართული წარმომადგენლობა ამ ძალიან დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად აქცია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ხარისხის სტანდარტებს,  შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „დანკინ დონატსი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „დანკინ დონატსის“ სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით“, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები