დანიური კომპანია REC Watches, რომელიც ექსკლუზიური საათების გამოშვებაზე სპეციალიზრდება, ქრონომეტრების ახალი ხაზის გამოშვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც ძველი ფორდ მუსტანგების დეტალებისგან არის აწყობილი.
აღსანიშნავია, რომ გარდა საათებისა, კლიენტები „დონორის“ ისტორიის შესახებ ვიდეორგოლსაც იღებენ. საათის ღირებულება 1 495 დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წლიურად გამკაცრებული ეკოლოგიური ნორმების გამო სულ უფრო იშვიათად არის შესაძლებელი, კლასიკური ფორდ მუსტანგების ნახვა, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებში იწარმოებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დანიურმა კომპანიამ ლეგენდარული მოდელების ხსოვნის უკვდავყოფა. საათების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოდელებისთვის დეტალებს საავტომობილო სასაფაოებზე ეძებენ. ყველა ქრონოგრაფს თავისი ვიდეოისტორია აქვს, სადაც აღწერილია ავტომობილის საათად გარდაქმნის შესახებ. ასევე, ყველა ეგზემპლარს აქვს მითითებული VIN კოდი და ავტომობილის გამოშვების წელი.