“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის წინადადებებს გუნდთან ერთად განიხილავენ.
“გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს, მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ.
გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით პოზიციებზე შევჯერდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი – ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შესახებ