“ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც მთელი ეს პროცესი დგას და რომლის გადაწყვეტაზეცაა დამოკიდებული განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი, თუ „ოცნების“ ლიდერები თავიდანვე აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, კრისტიან დანიელსონის მომდევნო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, დანიელსონი საქართველოში უიმედობის განცდით არ ჩამოვიდოდა. როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.
“შეთანხმება თუ ვერ შედგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც, ჩემი აზრით, არც ერთი ჩვენი მოქალაქის ინტერესში არ არის, რომელთაც ყოველდღიური ძალიან მძიმე პრობლემები აქვს, იქნება ეს ეკონომიკა თუ პანდემია“, – თქვა გიგი წერეთელმა და დაამატა. რომ ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმების განწყობაა.
მისი თქმით, ახლა სიტყვა ხელისუფლებაზეა.
“თუ ისინი გააგრძელებენ ასეთ პოზას, რომ ჩვენ არაფერს არ მივიღებთ, არაფერს არ დავთმობთ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, არ ვისაუბრებთ ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზეო, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ძალიან ნეგატიური გაგრძელება აქვს და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა წერეთელმა.
დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება: შარლ მიშელი