ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან აუდიენციას კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში გამართავს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები მედიატორთან უკვე ჩაინიშნა.
კრისტიან დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და “რესპუბლიკურ პარტიას” შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, დღეს დილით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე შეხვდა. მომდევნო შეხვედრა კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაა დაგეგმილი.