ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს საავადმყოფოდან ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარებიან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების ევაკუაცია უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში მოხდება.
„ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ”. – აღნიშნა ჰაგარიმ.
ცნობისთვის, ალ-შიფა ქალაქ ღაზაში უმსხვილესი საავადმყოფოა.