საქართველოსა და დანიას შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო.
ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება და კონკრეტულ თარიღს გულშემატკივარს ფედერაცია აცნობებს.
საქართველოსა და დანიის ეროვნული გუნდების მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.
აზიის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს პირველად ვეთამაშებით.
საქართველო კორეას შეხვდება: დანიამდე სპარინგი გვაქვს
გულშემატკივართა საყურადღებოდ: ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი და უნდა გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში დანია და საქართველო ერთმანეთს კოპენჰაგენში შეხვდნენ და ის მატჩი სკანდინავიელებმა 5:1 მოიგეს.