LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ვირტუალურ ფულზე გადადიან

93

დანიაში შესაძლოა ვირტუალური ფული გაჩნდეს. ნაციონალური ბანკი ვირტუალური ვალუტის „ე-კრონების“ გამოყენების შესაძლებლობას საკმაოდ სერიოზულად განიხილავს.

ექსპერტთა ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში ნაღდი ფული მხოლოდ ტრანზაქციათა 20%-ში გამოიყენება და მოსახლეობის დიდი ნაწილი ბარათებს ამჯობინებს. აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფულის გამოშვება საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, დანიური მონეტები ფინეთში იჭრება, რაც ასევე დამატებითი ხარჯია. ამიტომ ვირტუალურ ფულზე გადასვლა ქვეყნის ბიუჯეტს დანახარჯს დაუზოგავს.

ნაციონალური ბანკის ცნობით, ქაღალდის ფული მთლიანად არ გაქრება, თუმცა ისინი უფრო ეკონომიურ და ეფექტურ ვარიანტებს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები