LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანი სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან..  სწორედ ამ პროფესიონალებმა აღმოუჩინეს ბავშვს უიშვიათესი პათოლოგია“ – კიდევ ერთი საამაყო ისტორია და ქართველი ექიმები, რომლებმაც პატარას მეორე სიცოცხლე აჩუქეს

2412
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე საზოგადოებას ქართველი ექიმების კიდევ ერთ საამაყო ისტორიას უზიარებს.

საქმე ისაა, რომ ექიმებმა გოგა და თენგიზ ბახტაძეებმა, წლინახევრის ბავშვს – დანის, რომელიც არასწორად გამოტანილი დიაგნოზის გამო, სიკვდილს ებრძოდა, უიშვიათესი პათოლოგია აღმოუჩინეს.

როგორც ირკვევა, სწორად დასმული დიაგნოზისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის წყალობით, დანი ქართველმა ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.

„ეს პატარა უფლისწული დანია, ეს ორი არაჩვეულებრივი ექიმი კი ნამდვილი ზღაპრის გმირი გოგა და თენგიზ ბახტაძეები Goga Bakhtadze Tengiz Bakhtadze , რომლებმაც, პატარას მეორე სიცოცხლე აჩუქეს!

თვეების განმავლობაში ბავშვის მშობლებს  სხვადასხვა კლინიკებში არწმუნებდნენ, რომ პატარას სასიკვდილო დიაგნოზი ჰქონდა და ქიმიოთერაპია უნდა დაეწყოთ, ორჯერ ის საოპერაციო მაგიდაზეც აღმოჩნდა:( , მხოლოდ თვეების შემდეგ მოხვდა ის სწორ ადგილას და იმ საოცარ ექიმებთან, ვინც დანი არასწორად გამოტანილი დიაგნოზის გამო, სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან .

სწორედ ამ პროფესიონალებმა ბავშვს უიშვიათესი პათოლოგია აღმოუჩინეს, სწორმა დიაგნოზმა და ჩატარებულმა ოპერაციამ დღეს ეს პატარა უფლისწული ასეთი ბედნიერი გახადა Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი“, – წერს ნათია ბანძელაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები