LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად“ – ზაზა ლომინაძე

209
fot (7)

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. შესაბამისი პროექტის განხილვას დეპუტატები ორშაბათს, ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განაახლებენ. საბოლოო სახეს კი კანონპროექტი სექტემბერში მიიღებს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ დასაქმებულების დაგროვებით პენსიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„იმის გარანტი, რომ საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება, არის კანონი, ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო, რომელშიც კვალიფიციური ექსპერტები შედიან“ – საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი 

„მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ, მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება“

„დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად. თუმცა, 2018 წელს მიღებული კანონით იყო გათვალისწინებული 5 წლიანი პერიოდი, რათა შემდეგ თვითონ ბენეფიციარებს აერჩიათ, თუ რომელ პაკეტში გადაეტანათ თავის დანაზოგი.

სავალდებულო თანხის გადატანა არ არის, რჩება ნებაყოფლობითი. ანუ, ბენეფიციარს, ვინც არის მოსარგებლე, მას შეუძლია მიმართოს დაგროვებითი პენსიის სადაზღვევო ფონდს და იქ დაწეროს განცხადება თუ მას სურვილი აქვს. თუ მას სურვილი არ აქვს, ყველა ბენეფიციარი რჩება ისევ დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო არის გარანტი და ეს საპენსიო ფონდი, რომ მათ გაუგრძელდებათ თანხების დაგროვება დაბალ რისკიან პორტფელში,“ – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 3.05 მლრდ ლარია

დაგროვებითი პენსიით საქართველოში 4,118 პირმა ისარგებლა – რა რაოდენობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები