შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება ვაზისუბანში 14 მაისს, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სისხლისს ამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.