ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ.
ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისმა ოჯახის წევრებმა იპოვეს. ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს