LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ! მსოფლიო, ნიურნბერგის შემდეგ, უდიდესი საერთაშორისო ტრიბუნალისთვის უნდა მოემზადოს! – რა კადრებს ავრცელებს უკრაინელი მუსიკოსი

253
Untitled design (1)

ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

ვაკარჩუკი წერს, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ვიდეო, რომელიც ოდესმე გადაუღია და მასში ის ბავშვები არიან, რომლებიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.

მუსიკოსი ამბობს, რომ დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ ომის ყველაზე მძიმე დანაშაულია და რომ ნიურნბერგის შემდეგ, მსოფლიო უდიდესი საერთაშორისო ტრიბუნალისთვის უნდა მოემზადოს:

“ეს ყველაზე საშინელი ვიდეოა, რომელიც ოდესმე გადამიღია…

ალბათ იცით, რომ გუშინ ბავშვები მშობლებთან ერთად ცდილობდნენ, მარიუპოლის ბლოკადისგან თავი დაეღწიათ. ტერიტორია მშვიდობიანმა მოქალაქეებმა შვილებთან ერთად, საკუთარი მანქანებით დატოვეს. ოკუპანტებმა კოლონებს ცეცხლი გაუხსნეს.

რუსმა დამპყრობლებმა რამდენიმე ბავშვი დაჭრეს, ზოგიერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ – ეს არის ყველაზე მძიმე ომის დანაშაული! ბავშვების დანაშაული რუსების წინაშე კი არის ის, რომ ეს ბავშვები საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელები არიან!

ამ ვიდეოებს როგორც ექიმების, ასევე ბავშვების, მოზარდების და მათი მშობლების ნებართვით და მოთხოვნით წარმოგიდგენთ.

მსოფლიომ უნდა ნახოს რუსეთის წარმომადგენლების არაადამიანური დანაშაულები!

მსოფლიო, ნიურნბერგის შემდეგ, უდიდესი საერთაშორისო ტრიბუნალისთვის უნდა მოემზადოს”, – წერს მომღერალი “ფეისბუქში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები