„დამწვარი ფართების აღსადგენად მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის თქმით, დაზარალებულია ორივე მხარე – როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები.
„სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყოს შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები დამწვარი ფართების აღსადგენად და ეს სავაჭრო ცენტრი დაიბრუნებს თავის ფუნქციას. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიული ფართებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა დამწვარი ფართის აღდგენამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი,“– განაცხადა კალაძემ.