მძიმე ეპიდვითარების ფონზე, ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებზე საუბრობს.
“კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში მოსახლეობა თუ არ მოერიდება სოციალურ ღონისძიებებს, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იფიქროს.”
“ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში. – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების სტატისტიკა კვლავ მზარდია. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, იკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.