კომპანიებისთვის ახალი წესები შემუშავდა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასაჯაროვებს.
უწყების მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების განახლებული გაიდლაინების მიხედვით, ოფისში მომუშავე კადრებისთვის, დამსაქმებელს სამუშაოზე ე.წ „სანიტარული შესვენებების” ორგანიზება დაევალება.
ამასთან, დამსაქმებლებს დასაქმებულთა სიცხის გაზომვის ვალდებულება, თვალსაჩინო ადგილას უსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის განთავსება ეკისრებათ. დასაქმებული ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგებაც, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს 2მ დისტანცია.
44-ადგილიანი ავტობუსით მხოლოდ 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები
რეკომენდაციები, რომლებიც ტუროპერატორებმა და გიდებმა უნდა დაიცვან
დამსაქმებლის ვალდებულებებს შორისაა:
დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;
საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი – საჭიროების შესაბამისად);
ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
სათანადო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები;
მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
უზრუნველყოს სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების (მათ შორის მობილურის/ქალაქის ტელეფონის, კლავიატურის, ელექტროგამომთვლელი მანქანის და ა.შ.) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით;
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია (შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოტანილი ჰაერით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით);
შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით და სხვა…