LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამსაქმებელი შესაძლოა, ვალდებული გახდეს, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის

96
Capture

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ახალი პროექტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში იმ თანხის 125% გადაუხადოს, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე შესაძლებელია მხარეები ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზეც შეთანხმდნენ, თუმცა აუცილებელია დამატებითი დასვენების დროის მიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში მოხდეს.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დასვენების დღეების საკითსაც შეეხება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლები არ იქნება. ამასთან,  დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით უზრუნველყოს.

ასევე, თუ სამუშაო დრო არანაკლებ 6 საათია, დასაქმებულს ექნება სულ მცირე 1 საათიანი შესვენება, ხოლო იმ შემთხვევაში დასაქმებული მეძუძური ქალია, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს კვებავს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა.

რაც შეეხდება ღამის სამუშაოს, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები