LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ მძინარე ცხინვალისთვის – ხაინდრავა

142
xaindrava

რეჟსორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, რუსეთი საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის ანექსიას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ელოდებოდა შესაძლებლობას, რომელიც წინა ხელისუფლებამ მისცა.

ხაინდრავა ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში მიღებულ გადაწყვეილებებსა და მოქმედებებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„ეს შესაძლებლობა რუსეთს მისცა სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და იმ უშიშროების საბჭომ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლი გაეხსნა მძინარე ქართული ქალაქისთვის. ეს ქართული ქალაქი არის ცხინვალი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ზოგი არის ოსური წარმოშობის, ზოგი ქართული, ზოგი სომხური, ზოგი რუსული და ა.შ. მაგრამ ეს იყო საქართველოს ქალაქი, საქართველოს მოსახლეობა და ამ დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება. გამთენიას ცეცხლი გაუხსნეს გრადებიდან ცხინვალის მოსახლეობას. ეს არის ფაქტი, ეს ფაქტი იცის მთელმა მსოფლიომ. ეს ფაქტი არის დაფიქსირებული უამრავ საერთაშორისო დოკუმენტებში. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ევრო საბჭოს და ეუთო-ს ასაბლეის მიერ, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ცეცხლი გახსნა 7 აგვისტოს გამთენიას მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით.

ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 7 აგვისტოს ტელევიზიით, მერე 8-ში. მერე პარლამენტის დადგენილება მიღებული 9 აგვისტოს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ რუსი სამხედროები საქართველის ტერიტორიაზე, მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნის საპირისპიროდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. მეტიც ეს შეტევა განხორციელდა და თითქმის გვირაბამდე იყო მისული ქართული სამხედრო შენაერთები. აბსოლუტურად ქაოტური მოქმედებით დაახლოებით ოთხი ათასი კაცი იყო შეყვანილი ცხინვალის ქუჩებში. ამ ძალიან პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, რისთვის იყო ეს გაკეთებული, არავინ იცის და ამიტომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ჩატარდება გამოძიება. ეს მთავრობა ჩაატარებს შემდეგი, თუ რომელიც ჩაატარებს, აუცილებლად ჩატარდება გამოძიება იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელიც განხორციელებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ. ისინი უმკაცრესად დაისჯებიან ქართული კანონებით, ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო“, – განაცხადა ხაინდრავამ.

რეჟისორ გოგა ხაინდრავას 2004–2006 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა.  გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლობდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. მას ეკუთვნის პროპაგანდისტული სერიალი “ჰეროკრატია”, რომელიც GDS–ისა და იმედის ეთერში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები