LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა, რასაც ჩვენ არ მივიღებთ და გავასაჩივრებთ: შანაი ბრუკის მამა

228
კოლინ ედვარდსი შანაე ბრუკის მამა

„დამნაშავე მხოლოდ 20 წელს იმსახურებს? აღნიშნული სასჯელი შეურაცხყოფაა, რასაც ჩვენ არ მივიღებთ და გავასაჩივრებთ“, – ასე ეხმიანება ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მამა კოლინ ედვარდსი მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებულ 20-წლიან სასჯელს.

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შანაი ბრუკის მამა აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რაფაელ მურსაკულოვისთვის მისჯილ სასჯელს ოჯახი არ შეეგუება.

„ჩვენი ოჯახისა და შანაის მეგობრების სახელით აღშფოთებული ვართ ამ არაადეკვატური სასჯელით. ეს სასჯელი სრულად შეუსაბამოა ჩადენილ საზარელ დანაშაულთან. ძალადობის გამოყენებით ძარცვა, განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულის დამალვა და სხვა პირების მიმართ სიცოცხლის ხელყოფოს მუქარა – ეს ყველაფერი ჩადენილი ანგარების მოტივით, იმსახურებს მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას? აღნიშნული სასჯელი არის შეურაცხყოფა, რომელსაც ჩვენ არ და ვერ მივიღებთ. ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულს რეალური სამართლიანობის აღსასრულებლად შანაისთვის და საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის“, – აცხადებს ედვარდსი.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.