LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს” – ბრეგაძე იუსტიციის სახლის ევაკუაციაზე

201
რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია.

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

იუსტიციის მინისტრის თქმით, დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.

„იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა.

დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია.

საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.

მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად. შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით.

ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.

საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინალურ ვითარებაშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ.
ვემსახურებით საქართველოს”, – ნათქვამია ტექსტში.

„გატარდა შესაბამისი ღონისძიებები“ – როდიდან განაახლებს იუსტიციის სახლი მუშაობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები