LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა” – თბილისის გენგეგმის განხილვა ჩაიშალა

246

ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა ჩაიშალა.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარაშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.

ხოშტარიას მტკიცებით, მას ვატო შაქარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას“- განაცხადა ხოშტარიამ.

გენერალური გეგმის განხილვის დროს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ვატო შაქარაშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/1913478695362873/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები