LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ – ლაზარე გრიგორიდისის მამა

177
BeFunky-collage (18)

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლაზარე გრიგორიდისის მამამ, ბექა გრიგორიდისმა.

მან შვილის გათავისუფლებისთვის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ და გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

ბექა გრიგორიადისის თქმით, ლაზარე გრიგორიდისი „პოლიტიკური პატიმარია“.

„ძალიან გთხოვთ დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვენოთ იქით, საითაც არის ევროპა და არა რუსეთის უკანა ბოსტან-ბაღები.

ლაზარე მართალი კაცია, ამას ყველას წინაშე ვიძახი. უბრალოდ მითხარით დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს, ხალხო?! რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია. მე ლაზარეს ვიცნობ, მაგრამ მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს, ხომ ხედავთ როგორ ასამართლებენ?!“- თქვა ბექა გრიგორიდისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები