სტატისტიკით, ოფისის თანამშრომელთა თითქმის ნახევარი კვირაში ერთხელ აუცილებლად აგვიანებს, თავის გასამართლებლად კი, უამრავ მიზეზს იგონებს და ვერ ხვდება, რომ დროთა განმალობაში სწორედ დაგვიანების წყალობით კოლეგებთან ერთად ახლობლებმაც შეიძლება აითვალწუნონ.
გთავაზობთ „დამგვიანებელთა“ რამდენიმე ტიპის დახასიათებას, რათა განსაზღვროთ თავად რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით და შეეცადოთ აღარ ალოდინოთ ადამიანები.
* ველური პროკრასტინატორი – ის, ვინც ყველაფერს ასწრებს, თუმცა არააკურატრულად ანაწილებს სამუშაოს და ყველაფერს ავრალურ რეჟიმში ანუ ბოლო წუთს აკეთებს. გარკვეულ შემთხვევაში პროკრასტინაცია (ქცევის ტიპი, რომელიც მოქმედებების ან დავალების მუდმივად გადადებით ხასიათდება) სასარგებლოცაა, რადგან სანამ ადამიანი ერთი შეხედვით არაფერს აკეთებს, მისი გონება ინფორმაციას აგროვებს, რომელიც ერთიანად იქცევა გამზადებულ პროექტად. თუმცა, ამგვარ ქმედებას ნაკლიც ბევრი აქვს, რადგან ამ ტიპის ადამიანებს არაფრით გამოსდით მუშაობის დაწყება, გაურბიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებას, უყვართ ყველაფრის „ხვალისთვის“ გადადება და სწორედ ამიტომ აგვიანებენ ხშირად.
* პლანოფობი – ის, ვისაც არ უყვარს დაგეგმვა, მკაცრად დადგენილ ვადებში ჩატევა და მნიშვნელოვან საქმესაც მაშინ აკეთებს, როცა შესაფერის განწყობაზეა, ხშირად სამუშაო დაუსრულებელი რჩება, რადგან ავიწყდება დროის გაკონტროლება და სწორედ ამიტომ იგვიანებს ყველგან.
* „ადამიანი დროის გარეშე“ – ის, ვინც სხვა განზომილებაში ცხოვრობს და მიაჩნია, რომ დრო არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში, ასეთ ადამიანებს ეშინიათ აღიარონ, რომ არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა ან ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავენ უმნიშვნელო წვრილმანებზე.
* „დროში ტანჯული“ – ის, ვისაც სხვისი პრობლემების მოგვარებისას საკუთარი საქმის კეთება ავიწყდება. ამ ტიპის ადამიენები მხოლოდ მანამდე გრძნობენ თავს კოფორტულად, სანამ სხვებს სჭირდებათ, ამიტომ არც საკუთარი დაგვიანება ანაღვლებთ, როცა სხვისი დახმარებაა საჭირო.