LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

140
დეპუტატები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, მანდატურებმა რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს.

„გამოგვაძევეს თითქმის ყველა, არ ვიცი, ახლა ვინ არიან შიგნით. ნაწილი დეპუტატების გამოათრიეს დარბაზიდან. დაპირისპირებაში ჩართული იყვნენ, მათ შორის, „ქართული ოცნების” წევრები, მაგალითად, ანრი ოხანაშვილი. ამ ფონზე, დერეფნები და ოთახები სავსეა გაურკვეველი ადამიანებით,”- განაცხადა წითლიძემ.

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ის, რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ.

„ამათ ჰგონიათ, რომ დღეს ჩვენ იქ ვართ 10 ან 15 ოპოზიციონერი დეპუტატი და შეძლებენ ქვეყნის გარუსებას. არა, აქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. გადაიხედონ იქით, გადაიხედონ აქეთ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ გაიტანონ ეს კანონი და გაარუსონ ბოლომდე ქვეყანა. ის, რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, ხელს დამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს, მეტი არაფერი. ანრი ოხანაშვილის, პუტინის მონის დავალებით შემოცვივდნენ ერთად, როგორც მანდატურები, ისე გაურკვეველი ხალხი, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჩვენზე ფიზიკურად იწევდნენ. მაგალითად, შოთა ხაბარელი, ამხელა დამსახურების კაცი, დღეს საქართველოს დამცველების წინააღმდეგ იწევს. ჩვენ რა უნდა დაგვაკლონ, ვერაფერი, მათ პასუხს გასცემთ ქართველი ხალხი “, – განაცხადა ბოტკოველმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა, თავს დაესხნენ.

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ხელისუფლება რუსულ ინტერესებს იცავს.

„ელემენტარულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ჩვეულებრივი რუსები არიან თავიდან ბოლომდე. მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს, ძალით გამომიყვანეს. რუსული კანონის მიღება უნდათ, იცავენ რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, ასეთი ნაძირლები არიან. ეს საზიანოა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მათ საქართველოს არ დავუთმობთ, ხომ ხედავთ როგორი მშიშრები და ლაჩრები არიან, სპეცსამსახურების ზურგს უკან იმალებიან და აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა – ასე თავხედურად რუსულ ინტერესებს იცავდეს პოლიტიკური ძალა, ამის პრეცედენტი არ ყოფილა.

მათი ყველა ასეთი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად რეაგირებული, უპრობლემოდ ისინი ვერც ერთ კანონს ვერ გაიტანენ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მათ გავისტუმრებთ. მილიონი ხელმოწერა არ დაგავიწყდეთ. რუსული კანონის შინაარსში არ უნდა შეხვიდე, როცა კანონი რუსულია და ამას მთელი მსოფლიო გეუბნება, კონსტიტუციაში გიწერია, რომ ევროკავშირი, ნატო გინდა და გეუბნებიან, თუ რუსულ კანონს მიიღებ, ევროკავშირს და ნატოს დაშორდებიო, ასეთ შემთხვევაში შინაარსში არ უნდა შეხვიდე. ეს არის რუსული კანონი, ყველა, ვინც მხარს დაუჭერს, რუსეთის ინტერესების გამტარებელია და ყველა პასუხისმგებლობაში მიეცემა“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„არ მიიღოთ რუსული კანონი“ – პროფესორ-მასწავლებელები და მეცნიერ-თანამშრომლები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ უარი თქვან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.

აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.