LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამბლოკეს იმის გამო, რომ მოსკოვის შესაძლო დაბომბვაზე პროგნოზი დავწერე.. ომზე წერას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ – უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!“ – ზურაბ ბატიაშვილი

170
ზურაბ ბატიაშვილი

„6-დღიანი ბანის შემდეგ დავბრუნდი. არავისთვის მიგინებია. „დამარეპორტეს“ და დამბლოკეს იმის გამო, რომ დავწერე ჩემი პროგნოზი მოსკოვის შესაძლო დაბომბვასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რონდელის ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი წერს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ომზე წერას გააგრძელებს:

„ერთის მხრივ დამბლოკეს, მაგრამ მეორეს მხრივ, არ ვიცი, რაში გამოვიყენო, მაგრამ ლურჯი ბეჯიც მომანიჭეს ფბ-დან.
ზოგი ჭირი მარგებელია და ამ დაბლოკვისას უფრო მეტი დრო გამიჩნდა წერისთვისაც და კითხვისაც და ყველაფერ ამას დროთა განმავლობაში გაგაცნობთ.

„დრამატული და საინტერესო მოვლენები გველის.. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ამ წელს მოხდება“: ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი და აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში ომის შესაძლო განვითარებასა და უკრაინელებისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ამასობაში ლეოპარდებიც წამოვიდა და არამარტო. ომზე წერას, რა თქმა უნდა გავაგრძელებ.
უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!
უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ზურაბ ბატიაშვილი: „დადგმულ შეხვედრებზეც კი ჯავშანჟილეტით დადის. მშიშარების მოგებული ომი გინახავთ? ვერც ესენი მოიგებენ!“

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები