LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებითი შეზღუდვების დაწესება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია – გაბუნია

70
1fa289aec9a809ee8ea0623e8938bcfe

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს, რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრების საკითხს, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს „მწვანე პასპორტის“ შემოღების მიმართულებით, რომელიც ეპიდ უსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს.

„მწვანე პასპორტის“ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამისი პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები